ხიდჩატეხილობა

          ილია ჭავჭავაძე მწერლის საქმიანობას ცხოვრების დინებაში მარგალიტების ძებნას ადარებდა. მართალია, ამ "მდინარის" ფსკერზე უფრო მეტი ლექი ეგულებოდა და მისი ასახვაც აუცილებლად მიაჩნდა, მაგრამ მთავარი მისთვის "ძვირფასი თვლების" სამზეოზე გამოტანა იყო. თუ მათი ამოკრეფისას ლაფი და ჭუჭყი თან ამოგვყვება, "რა ვუყოთ? ლაფი ჩამოვირეცხოთ, ჭუჭყი მოვიშოროთ, რომ მხოლოდ მარგალიტები დაგვრჩეს ჩვენის ცხოვრების სასახელოდ."
"ოთარაანთ ქვრივის" წაკითხვის შემდეგ, დაიწყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. შეკრება ერთხმად მიესალმა დიდი მწერლის ქმნილებას. ი. მანსვეტაშვილის გადმოცემით, გრიგოლ ვოლსკის უთქვამს: "მაგ მოთხრობას მე "ოთარაანთ ქვრივს" კი არა "ობოლ მარგალიტს" დავარქმევდიო. ქვრივი როგორც ტიპი, ჩამოსხმულია, ენა ხომ ისეთია, რომ აქ ილიამ თვით ილიასაც გადააჭარბა. ერთი სიტყვით მოთხრობა მხატვრობით, ფერადების სიუხვით, ნამდვილი ქართული მოსწრებული სიტყვა-პასუხით, მშვენიერია შეუდარებელი."  ამავე შეკრებაზე ილიასათვის მიუციათ შენიშVნები ნ. ნიკოლაძესა და გრ. ვოლსკის მაგრამ დიდი ნიჭის უკანასკნელი ნაყოფისათვის ავტორს შესწოტრებები საჭიროდ აღარ მიუჩნევია და "ოთარაანთ ქვრივში" შესწორებები აღარ შეუტანია. ეს წაკითხვაც როგორც სხვა დროს დ. სარაჯიშვილის სახლში სჩვეოდათ ვახშმითა და დროსტარებით დამთავრებულა. ვახშმისას მოხუც რ. ერისთავს ლექსით მიუმართავს ილიასათვის:
                          "დღევანდლამდის ჭეშმარიტად,
                            ქვრივი მე არ მყვარებია, 
                            ჩემი ტუჩი ქვრივის ტუჩებს,
                            ვფიცავ არა ჰკარებია
                            დღეს კი,- დახე ამ დროებას,-
                            წმინდის გულით შემოგჩივი:
                            შემიყვარდა ი წყეული,
                            შენი ოთარაანთ ქვრივი!"
        1889 წლის 25 მარტს თბილისში ჩატარდა დიდი ქართული ლიტერატურული საღამო. მონაწილეობდნენ: ილია ჭავჭავაძე, ვასილ მაჩაბელი, მაკო-საფაროვი აბაშიძისა, დავით ერისთავი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, გრიგოლ ვოლსკი, ნიკო ერისთავი, და სხვები. საღამო  ჩატარდა ბანკის ქართულ თეატრში წაკითხულ იქნა სხვადასხვა ავტორის მრავალი ნაწარმოები. დასასრულს ილიამ II-ედ წაიკითხა "ოთარაანთ ქვრივის" ერთი ეპიზოდი (სცენა გიორგის  სიკვდილისა) რომელსაც დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საზოგადოებაზე ი.გოგებაშვილი თავის რეცენზიაში წერს: "ილია გამოვიდა დინჯათ, გაშალა კათედრაზედ რვეული და დაიწყო კითხვა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ბუზის გაფრენას გაიგონებდა კაცი. გიორგის სიკვდილი მსმენელის სატირლად არის დაწერილი, მაგრამ ეს ემოცია არავიში გამოუწვევია წაკითხულს. ილიას რომ ზეპირად დაესწავლა ეს ადგილუი და რვეულიდან არ ეკითხნა იმას გამოიწვევდა დარბაზში რისთვისაც იყო დაწერილი."
        "ოთარაანთ ქვრივში" ილია შეეცადა ეჩვენებინა გამოსავალი ამ ზოგადადამიანური ტრაგედიიდან. ესაა მოყვასის თანაგრძნობა და სინანულის გაღვიძება. მიუხედავად იმისა, რომ ბატონყმობა უკვე აღარ არსებობს ბარიერი მაინც აღმართულია თითოეული ადამიანის გულში. ადამიანთა გაერთიანება აუცილებელია ეს კი შეუძლია სინანულის ცრემლს, რომელიც "გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩატეხილი ხიდი გაამთელოს." 

1 comment:

  1. გიორგი დაუბეჭდელი წიგნი იყო, რომლის წაკითხვვაც ვერ შეძლეს. ხიდჩატეხილობას შეეწირა, განსხვავებას სოციალურ ფენასთან

    ReplyDelete