Thursday, January 31, 2013


ილია ჭავჭავაძის ნაწერები:
1907
1. აღარც ნატვრა: [ლექსი]. _ წიგნ.: ჩვენი მწერლობა, I (მგოსნები) / შედგენილი ს.
გორგაძის მიერ. _ ტფ., 1907. _ გვ. 51
2. ბატონი და ყმა: დრამა სამ მოქმედებად [გადმოკეთებული ”გლახის
ნაამბობიდან” შ. დადიანის მიერ]. _ წიგნ.: ილიას დღე ჭიათურაში. _ ტფ., 1907.
_ გვ. 25-35
3. ბედნიერი ერი: [ლექსი]. _ წიგნ.: ჩვენი მწერლობა, I (მგოსნები) / შედგენილი ს.
გორგაძის მიერ. _ ტფ., 1907. _ გვ. 44
4. გაზაფხული (ტყემ მოისხა ფოთოლი): [ლექსი]. – ჟურ. “ნიშადური”. – 1907. _
№59. – გვ. 8.
5. განდეგილი: ლეგენდა / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.:
ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგად. გამოცემა №86. – ტფ., 1907. –
II. – 30 გვ. _ (სახალხო ბიბ-კა, № 5).
6. გამოცანები. კიდევ გამოცანები: [ლექსები]. _ “ნიშადურის კრებული”. წიგნი I,
1907. _ გვ. 8-10
“ნიშადურის” კრებული გამოიცა ილიას გარდაცვალების შემდეგ.
7. გლახის ნაამბობი / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.: ქართვ.
შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგად. გამოცემა №85. – ტფ., 1907. – II. – 144
გვ. _ (სახალხო ბიბ-კა, №8).
8. გუთნის დედა (ერთ ბედს ქვეშა ვართ...): [ლექსი]. _ წიგნ.: ჩვენი მწერლობა, I
(მგოსნები) / შედგენილი ს. გორგაძის მიერ. _ ტფ., 1907, გვ. 51
9. დაბნელდა სული: [ლექსი]. – წიგნ.: “ჩვენი მწერლობა”. I მგოსნები / შედგ. ს.
გორგაძის მიერ. – 1907. – გვ. 37.
10. დედა და შვილი. / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.: ქართვ.
შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგად. გამოცემა №87. –ტფ., 1907. – II. – 16
გვ. _ (სახალხო ბიბ-კა, №4).
11. ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები / ავტორის სურათით და მოკლე
ბიოგრაფიით. _ ტფ., 1907. _ 39გვ.
შინაარსი: ხმა სამარიდამ. ქართლის დედას. როდემდის. ელეგია. ნანა.
პოეტი. მუშა. მწუხარება. იანიჩარი. უსულდგმულო ცხოვრება. ნიკოლოოზ
ბარათაშვილი. მესმის, მესმის. მას აქეთ, რაკი შენდამი. გაზაფხული. ჩემო
კალამო. გუთნის დედა. ლოცვა. ბედნიერი ერი. რა ვაკეთეთ, რას
ვშვრებოდით. პარიჟი. რჩევა. ჩემო კარგო ქვეყანავ. ბაზალეთის ტბა.
12. კაკო ყაჩაღი. პოემა/ ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.:
ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგად. გამოცემა №82. – ტფ., 1907. –
II. – 31 გვ. _ (სახალხო ბიბ-კა, №2).
13. კაცია-ადამიანი?! / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.: ქართვ.
შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგად. გამოცემა №84. –ტფ., 1907. – II. – 146
გვ. _ (სახალხო ბიბ-კა №7).
14. მგზავრის წერილები / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. ტფ.:
ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა
№89. - სტ. “ძმობა”. - 1907. _ 14, IIIგვ.
10
15. მგზავრის წერილები / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. ტფ.:
ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგად. გამოცემა №86. – ტფ., 1907. –
II. – 40გვ. _ (სახალხო ბიბ-კა №10).
16. მითხარით, რისთვის: [ლექსი]. _ გაზ. ”ისარი”. _ 1907. _ №232
17. ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით _
ტფ.: ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგადოების გამოცემა №89,
1907. _ 8გვ. –სახალხო ბიბ-კა №13
18. რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით: [ლექსი] – წიგნ.: “ჩვენი მწერლობა”. I მგოსნები
/ შედგ. ს. გორგაძის მიერ. – 1907. – გვ. 45.
19. რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ. _ ქუთაისი, 1907. _
31 გვ., ჭილაძის და ამხ. სტამბა
20. რისთვის მიყვარხარ: [ლექსი]. _ გაზ. ”ისარი”. _ 1907, №228
იგივე: გაზ. ”ჩვენი გზა”. _ 1907, №37
21. რჩეული ლექსები / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა
№80, 1907. _ 24გვ.
22. სიმღერა (სად მიგყევარ მდინარევ): [ლექსი]. _ წიგნ.: ჩვენი მწერლობა, I
(მგოსნები) / შედგენილი ს. გორგაძის მიერ. _ ტფ., 1907, გვ. 51
23. უსულდგმულო ცხოვრება: [ლექსი]. – წიგნ.: “ჩვენი მწერლობა”. – I (მგოსნები).
– შედგ. ს. გორგაძის მიერ. – თფ. – 1907. – გვ. 54.
1908
24. ავტობიოგრაფია (დაწერილი ბროკჰაუზის ლექსიკონისათვის). – ჟურ.
“განათლება”. – 1908. - №1. – გვ. 17-22.
25. აჩრდილი / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.: ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგადოების გამოცემა №94, 1908. – 29 გვ. _
პორტრ. _ (ილია ჭავჭავაძის სახალხო ბიბ-კა №3).
26. გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენები / ავტორის სურათით
და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.: ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც.
საზოგადოების გამოცემა №91, 1908. – 42 გვ. – პორტრ. _ (ილია ჭავჭავაძის
სახალხო ბიბ-კა №11).
27. დედა და შვილი (სცენა მომავალი ცხოვრებიდან) [პოემა]. – ჟურ. “ფასკუნჯი”.
– 1908. - №1.
28. ელეგია: [ლექსი]. _ ჟურ. “საქართველო”, 1908. _ №1.
29. კაკო [დაუმთავრებელი მოთხრობა]. – გაზ. “ფასკუნჯი”. – 1908. - №5, №6.
30. [ლექსები, მოთხრობები, შეგონებები] / წიგნ.: გუთანი - ოჯახსა და სკოლაში
საკითხავი წიგნი / ი. ოცხელი, თ. მთავრიშვილი, ს. ყიფიანი. _ ქუთაისი: თ.
მთავრიშვილი წიგნის მაღაზიის გამოცემა, 1908. _ გვ. 19-20
შინაარსი: დედა-ჩიტი. ბეღურა [მოთხრობა ივ. ტურგენევისა, თარგმნილი
ი. ჭავჭავაძის მიერ]. მშობლიური კერა. გლეხის შვილის ნაამბობი. მღვდლის
გულკეთილობა. მოყვასის სიყვარული. კეთილისა წილ ბოროტი. ყრმას.
ქართვლის დედას. ჩემო კარგო ქვეყანავ. ლოცვა. პოეტი. მუშა. შრომისა და
ცოდნის მნიშვნელობა. გუთნის დედა. სწავლის საჭიროება.
11
31. მეფე დიმიტრი თავდადებული / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით.
_ ტფ.: ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგადოების გამოცემა №93,
1908. _ 40გვ. _ (ილია ჭავჭავაძის სახალხო ბიბ-კა №11).
32. ოთარაანთ ქვრივი / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.:
ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგადოების გამოცემა №93, 1908. _
120გვ. _ (ილია ჭავჭავაძის სახალხო ბიბ-კა №9).
33. პასუხი ქართველ სტუდენტებისადმი. _ ჟურ. “ნიშადური”. _ 1908. _ 30აგვ.
№59
34. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? _ ჟურ. “ნიშადური”. _ 1908. _ №23. _ გვ. 2-3
35. სარჩობელაზედ / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.: ქართვ.
შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგადოების გამოცემა №90, 1908. _ 32გვ. _
(ილია ჭავჭავაძის სახალხო ბიბ-კა №12).
36. უცნაური ამბავი / ავტორის სურათით და მოკლე ბიოგრაფიით. _ ტფ.: ქართვ.
შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგადოების გამოცემა №95, 1908. _ 32გვ. _
(ილია ჭავჭავაძის სახალხო ბიბ-კა №14).
37. ქართველ სტუდენტების სიმღერა: [ლექსი]. _ წიგნ.: წყარო / შედგენილი არ.
ქუთათელაძის მიერ. ტფ., 1908. _ გვ. 120
38. ციურნი ხმები. _ “ფასკუნჯი”. _ 1908. _ №5-6
39. Рассказ нищего: [Отрывок из повести ]\ пер. Дм. Чолокаев. – газ. «Закавказье». –
1908. –2 марта.
1909
40. ილია ჭავჭავაძის ნაწერები. I: კრიტიკა / ტფ.: ქართვ. შორის წერა-კითხვის
გამავრც. საზოგადოების გამოცემა №97, 1909. – 127 გვ.
შინაარსი: ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის
კაზლოვიდგან “შეშლილის” თარგმნაზედა. ახალი დრამების გამო. აკაკი
წერეთელი და ”ვეფხისტყაოსანი”. ნიკოლოოზ ბარათაშვილი (პატარა წერილი
ერთის წერილიდამ ამოღებული). რა მიზეზია რომ კრიტიკა არ გვაქვს.
41. პოლემიკური წერილები / ტფ.: ქართ. შორის წერა-კითხვის გამავრც.
საზოგადოების გამოცემა №99, 1909. – 48 გვ.
შინაარსი: კატკოვის პასუხად. ბ-ნ იანოვსკის წერილის გამო. ოსმალოს
საქართველო. ვიცინოთ თუ ვიტიროთ.
42. [ლექსები]: მუშა. ქართლის დედას. გავსწორდეთ ბედო. დაბნელდა სული.
პოეტი. მას აქეთ, რაკი. ჩემო კალამო. სატრფოვ ხშირად / წიგნ.: ახალი ჩანგი.
წიგნი III, /შედგ. მიხ. გაჩეჩილაძის მიერ. _ ტფ.: გამოცემა “სორაპანისა”, 1909. –
გვ. 498-505.
43. აი ისტორია / ტფ.: ქართ. შორის წერა-კითხვის გამავრც. საზოგად. გამოცემა
№99, 1909. – 176 გვ.
წიგნში შესულია “აი ისტორიის” სერიის 12 წერილი, რომლებიც დაიწერა
ივ. ჯაბადარის მიერ “სევერნი ვესტნიკის” 1909 წლის თებერვლისა და მარტის
ნომრებში დაბეჭდილი წერილების “Письма о Грузии”-ის საპასუხოდ.
44. თ. ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ [ლექსი]. – გაზ. “ფასკუნჯი”. – 1909. - №11.
45. მეც შავ თვალებს [ლექსი]. – გაზ. “ფასკუნჯი”. – 1909. - №6.
46. სიზმარი (ი. ჭავჭავაძის დაუბეჭდავი ლექსი). – გაზ. “ფასკუნჯი”. – 1909. - №3.
12
47. ცხოვრება და კანონი: [წერილები] / ტფ.: ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრც. საზოგადოების გამოცემა №98. – 1909. – 131 გვ.
წიგნი შეიცავს შვიდ წერილს. მეექვსე წერილია “მომრიგებელი
მოსამართლეობა ჩვენში”.
48. [Произведения]: Человек, люби! Элегiя. Мать и сынъ. – в кн.: Сборникъ
стихотворенiй грузинскихъ поэтовъ \ въ русскомъ переводе княгини С.В.
Амираджиби. – М., Тип. В.М. Саблина, 1909. – с. 55-66.
1910
49. ნ. ბარათაშვილი: კრიტიკული წერილი / წიგნ.: ნ. ბარათაშვილის ლექსები და
წერილები. _ ტფ.: წიგნის მაღაზია “ცოდნის” გამოცემა №45, 1910. – გვ. I – XVII.
1911
50. მოწყალეო ბატონო დიმიტრი ივანეს ძევ. 1885 წ. 28 აგვ. – გაზ. “თემი”. – 1911. –
30 მაისი. _ №21.
წერილის ადრესატია დიმიტრი ყიფიანი
51. ბატონყმობის გაუქმება (1861-1911) / წიგნ.: ბატონყმობის გაუქმება. _ ტფ.: ჟურ.
“ჯეჯილის” გამოცემა, 1911. – გვ. 35-38.
52. Разбойник Габро: (Рассказ нищего) /Пер. с груз. Гр. и Вл. Джафари; Под ред. и
вступит. ст. об авт.: [Князь Илья Григорьевич Чавчавадзе] А. Хаханова. – М.:
«Польза» В Антик и К0 , 1911. – 80 с. – (универсальная биб-ка № 379)
53. Разбойник Габро: (Рассказ нищего) /Пер. с груз. Гр. и Вл. Джафари; Под ред. и
вступит. ст. об авт.: [Князь Илья Григорьевич Чавчавадзе] А. Хаханова. – М.:
«Польза» В Антик и К0 , [1911]. – 80 с.
1912
54. ზალცმანი ხ. კონრად კიფერი: [პირველი გამოცემის წინასიტყვაობა
ი.ჭავჭავაძის]. _ წიგნ.: ზალცმანი ხ. კონრად კიფერი. – თბ., 1912. – გვ. I – XXII.
1913
55. [ლექსები]: ხმა გულისა. დაკარგული ედემი. – გაზ. “თემი”. – 1913. _ №147.
1914
56. ილია ჭავჭავაძის თხზულებანი / მიხეილ გედევანიშვილის გამოცემა;
სარედაქციო კოლეგია: კ. აბაშიძე, იოს. გედევანიშვილი, ივ. გომართელი, ივ.
ზურაბიშვილი, გ. ლასხიშვილი, იაკ. ფანცხავა, ნ. ჩიგოგიძე, ივ. ჯავახიშვილი;
მხატვ.: ჰ. ჰრინევსკი. _ ტფ. წიგნის გამომცემელ ქართველ ამხანაგობის სტ.,
ტომი I. _ 1914. _ [839]გვ. _ წანართი: გამომცემლისაგან / მ. გედევანიშვილი
[გვ. 1-4]; ი. ჭავჭავაძის ბიოგრაფია / გრ. ყიფშიძე. გვ. I- XXXVI; K“ილია
ჭავჭავაძე” (კრიტიკული მიმოხილვა) / კიტა აბაშიძე. გვ. XXXVII- XVIII;
შენიშვნები გვ. I-XXVIII.
13
პოემები: აჩრდილი. დედა და შვილი. ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ.
მეფე დიმიტრი თავდადებული. განდეგილი
მოთხრობანი: ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე. გლახის ნაამბობი. კაცია-
ადამიანი?! გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები.
სარჩობელაზედ. ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი. ოთარაანთ ქვრივი. ამბავად
გაგონილი.
აქ რობოტები ცხოვრობენ.მათი ტვინის ყოველი უჯრედი გამოტენილია იმ ინფორმაციით,რომელსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ.
აქ ყველას რაღაც აწუხებს გულის სიღრმეში,მაგრამ ხმას არავინ იღებს.
აქ ყველაზე მძაფრად იგრძნობა პატრიარქატული ტირანია.
აქ ისე ლამაზად შეფუთულ ტირანიას აწარმოებენ,რომ თითქოს “ოთხი ფეხი კარგია,ორი ცუდი” მაგრამ სინამდვილეში “ოთხი ფეხი კარგია,ორი–უკეთესი”.
აქ  ახალი წლის მოსვლა ყველას უხარია,მაგრამ არასოდესაა ეს წელი “ახალი”.
აქ ადამიანებს პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ.
ეს პირ–თვალ–ყურ ახვეულ არსებათა სამშობლოა.
ამ სამეფოს ტახტზე უსამართლობა ზის.
აქ ზოგჯერ სიყვარულიც დანაშაულია.
ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებით ვერასდროს ვერ დაამტკიცებ რომ ცხოველისაგან აზროვნების უნარით განვსხვავდებით,რადგან ეს უკანასკნელი არ აქვთ.
ქ ისე განიკითხავენ სხვას,რომ არ ითვალისწინებენ ერთ რამეს–იგივე ცხოვრებით რომ ეცხოვრათ თვითონაც მშვენივრად მოიხდენდნენ წვეტიან ფეხსაცმელს.
ეს ქვეყანა სავსეა მრავალი ლუარსაბით და დარეჯანით.
აქ ყველაფერი ფსევდოა,ადამიანობაც კი.
აქ  კრიტიკის ქარ–ცეცხლში გაატარეს ადამიანი,რომელმაც იდეაში არაფერი დააშავა
ამ ხალხს ოდითგანვე სჩვევია ბუზის სპილოდ ქცევა.
დიახ,ეს ის საქართველოა სადაც  ყველაფრის მიუხედავად ხალხი ბედნიერი და კმაყოფილია.

          ილია ჭავჭავაძე მწერლის საქმიანობას ცხოვრების დინებაში მარგალიტების ძებნას ადარებდა. მართალია, ამ "მდინარის" ფსკერზე უფრო მეტი ლექი ეგულებოდა და მისი ასახვაც აუცილებლად მიაჩნდა, მაგრამ მთავარი მისთვის "ძვირფასი თვლების" სამზეოზე გამოტანა იყო. თუ მათი ამოკრეფისას ლაფი და ჭუჭყი თან ამოგვყვება, "რა ვუყოთ? ლაფი ჩამოვირეცხოთ, ჭუჭყი მოვიშოროთ, რომ მხოლოდ მარგალიტები დაგვრჩეს ჩვენის ცხოვრების სასახელოდ."
"ოთარაანთ ქვრივის" წაკითხვის შემდეგ, დაიწყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. შეკრება ერთხმად მიესალმა დიდი მწერლის ქმნილებას. ი. მანსვეტაშვილის გადმოცემით, გრიგოლ ვოლსკის უთქვამს: "მაგ მოთხრობას მე "ოთარაანთ ქვრივს" კი არა "ობოლ მარგალიტს" დავარქმევდიო. ქვრივი როგორც ტიპი, ჩამოსხმულია, ენა ხომ ისეთია, რომ აქ ილიამ თვით ილიასაც გადააჭარბა. ერთი სიტყვით მოთხრობა მხატვრობით, ფერადების სიუხვით, ნამდვილი ქართული მოსწრებული სიტყვა-პასუხით, მშვენიერია შეუდარებელი."  ამავე შეკრებაზე ილიასათვის მიუციათ შენიშVნები ნ. ნიკოლაძესა და გრ. ვოლსკის მაგრამ დიდი ნიჭის უკანასკნელი ნაყოფისათვის ავტორს შესწოტრებები საჭიროდ აღარ მიუჩნევია და "ოთარაანთ ქვრივში" შესწორებები აღარ შეუტანია. ეს წაკითხვაც როგორც სხვა დროს დ. სარაჯიშვილის სახლში სჩვეოდათ ვახშმითა და დროსტარებით დამთავრებულა. ვახშმისას მოხუც რ. ერისთავს ლექსით მიუმართავს ილიასათვის:
                          "დღევანდლამდის ჭეშმარიტად,
                            ქვრივი მე არ მყვარებია, 
                            ჩემი ტუჩი ქვრივის ტუჩებს,
                            ვფიცავ არა ჰკარებია
                            დღეს კი,- დახე ამ დროებას,-
                            წმინდის გულით შემოგჩივი:
                            შემიყვარდა ი წყეული,
                            შენი ოთარაანთ ქვრივი!"
        1889 წლის 25 მარტს თბილისში ჩატარდა დიდი ქართული ლიტერატურული საღამო. მონაწილეობდნენ: ილია ჭავჭავაძე, ვასილ მაჩაბელი, მაკო-საფაროვი აბაშიძისა, დავით ერისთავი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, გრიგოლ ვოლსკი, ნიკო ერისთავი, და სხვები. საღამო  ჩატარდა ბანკის ქართულ თეატრში წაკითხულ იქნა სხვადასხვა ავტორის მრავალი ნაწარმოები. დასასრულს ილიამ II-ედ წაიკითხა "ოთარაანთ ქვრივის" ერთი ეპიზოდი (სცენა გიორგის  სიკვდილისა) რომელსაც დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საზოგადოებაზე ი.გოგებაშვილი თავის რეცენზიაში წერს: "ილია გამოვიდა დინჯათ, გაშალა კათედრაზედ რვეული და დაიწყო კითხვა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ბუზის გაფრენას გაიგონებდა კაცი. გიორგის სიკვდილი მსმენელის სატირლად არის დაწერილი, მაგრამ ეს ემოცია არავიში გამოუწვევია წაკითხულს. ილიას რომ ზეპირად დაესწავლა ეს ადგილუი და რვეულიდან არ ეკითხნა იმას გამოიწვევდა დარბაზში რისთვისაც იყო დაწერილი."
        "ოთარაანთ ქვრივში" ილია შეეცადა ეჩვენებინა გამოსავალი ამ ზოგადადამიანური ტრაგედიიდან. ესაა მოყვასის თანაგრძნობა და სინანულის გაღვიძება. მიუხედავად იმისა, რომ ბატონყმობა უკვე აღარ არსებობს ბარიერი მაინც აღმართულია თითოეული ადამიანის გულში. ადამიანთა გაერთიანება აუცილებელია ეს კი შეუძლია სინანულის ცრემლს, რომელიც "გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩატეხილი ხიდი გაამთელოს." 
1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთანექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.
ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.
ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია".  ვაჟა-ფშაველა  წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.
აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად სთქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულის-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა - რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა... იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. „სილბო გვქონდა ნაქსოვისა“ - ვით ქრისტიანებს „და სიმტკიცე ნაჭედისა“ - ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი. დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობდა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია“. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.
ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ეროვნული ინტერესები აიძულებდა ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, იძიებდა, იკვლევდა და საქართველოს ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პასუხს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი „აი, ისტორია“ და „ქვათა ღაღადი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ „შინაურ მიმოხილვებსაც“ - „ივერიის“ საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან“.
დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“. იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად სკოლებში. 1881 წელს, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს ქართული ენის გაძევება სკოლებიდან, მან სტატიაში „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“ დაასაბუთა, რომ „უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია, მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის... გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა“... ამ გმოსვლამ შედეგიც გამოიღო. ის მინიმალური უფლებები, რომლებიც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სკოლებში, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ილიას ბრძოლის შედეგი იყო.
ილიამ ჩაუდგა სული ბევრ ეროვნულ საქმესაც: მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა.
ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრების, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად.
ილიას მოღვაწეობა იმდენად აღიზიანებდა და აშინებდა ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი სატანური მოძღვრების გზააბნეულ მიმდევრებს, რომ ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს...
კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“
1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.

Tuesday, January 29, 2013

ილია მართალი

კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.
ილია ჭავჭავაძე იმ ადამიანების რიცხვს  მიეკუთვნება რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ ეძინათ.