ბედნიერი ერი

აქ რობოტები ცხოვრობენ.მათი ტვინის ყოველი უჯრედი გამოტენილია იმ ინფორმაციით,რომელსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ.
აქ ყველას რაღაც აწუხებს გულის სიღრმეში,მაგრამ ხმას არავინ იღებს.
აქ ყველაზე მძაფრად იგრძნობა პატრიარქატული ტირანია.
აქ ისე ლამაზად შეფუთულ ტირანიას აწარმოებენ,რომ თითქოს “ოთხი ფეხი კარგია,ორი ცუდი” მაგრამ სინამდვილეში “ოთხი ფეხი კარგია,ორი–უკეთესი”.
აქ  ახალი წლის მოსვლა ყველას უხარია,მაგრამ არასოდესაა ეს წელი “ახალი”.
აქ ადამიანებს პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ.
ეს პირ–თვალ–ყურ ახვეულ არსებათა სამშობლოა.
ამ სამეფოს ტახტზე უსამართლობა ზის.
აქ ზოგჯერ სიყვარულიც დანაშაულია.
ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებით ვერასდროს ვერ დაამტკიცებ რომ ცხოველისაგან აზროვნების უნარით განვსხვავდებით,რადგან ეს უკანასკნელი არ აქვთ.
ქ ისე განიკითხავენ სხვას,რომ არ ითვალისწინებენ ერთ რამეს–იგივე ცხოვრებით რომ ეცხოვრათ თვითონაც მშვენივრად მოიხდენდნენ წვეტიან ფეხსაცმელს.
ეს ქვეყანა სავსეა მრავალი ლუარსაბით და დარეჯანით.
აქ ყველაფერი ფსევდოა,ადამიანობაც კი.
აქ  კრიტიკის ქარ–ცეცხლში გაატარეს ადამიანი,რომელმაც იდეაში არაფერი დააშავა
ამ ხალხს ოდითგანვე სჩვევია ბუზის სპილოდ ქცევა.
დიახ,ეს ის საქართველოა სადაც  ყველაფრის მიუხედავად ხალხი ბედნიერი და კმაყოფილია.

1 comment:

  1. ჩვენისთანა ბედნიერი
    განა არის სადმე ერი?!
    მტვერწაყრილი,
    თავდახრილი,
    ყოვლად უქმი, უდიერი;
    უზღუდონი,
    გზამრუდონი,
    არგამტანი და ცბიერი;
    მტრის არმცნობი,
    მოყვრის მგმობი,
    გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
    არრის მქონე,
    არრის მცოდნე,
    უზრუნველი და მშიერი

    ReplyDelete